logo
ENG



"ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლებს სამიტზე" - ზელენსკი ერდოღანის ინიციატივაზე

09 მარ 202417:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/xlkz9s3xyuhcdak.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას ეხმაურება.

გუშინ ერდოღანმა ზელენსკისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს.

ზელენსკი აცხადებს, რომ შეუძლებელია იმ ადამიანების სამიტზე მოწვევა, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ და კლავენ.

"ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლებს სამიტზე. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება მოვიწვიოთ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი. გვინდა მშვიდობა, სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის.

ასე რომ, ჯერ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები შეიმუშავებენ დეტალურ გეგმას, მიაღწევენ შედეგს და ამის შემდეგ ჩაერთვებიან რუსეთის წარმომადგენლები. ისინი, ვინც მზად არიან სამართლიანი მშვიდობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა